აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, საავადმყოფოებში 20-ზე მეტი პირი შეიყვანეს
11-03-2017, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქის საავადმყოფოებში 20-ზე მეტი პირი შეიყვანეს.

 

 

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იქნა შეყვანილი, მათ შორის, არის 5 პოლიციელი. 3 გაზის მოწამვლის სიმპტომით იყო - 2 მათგანი გაეწერა, ერთი ჰოსპიტალური დაკვირვების ქვეშაა. იყო 6 სხვადახვა სახის ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები, 4 მათგანი უკვე გაწერილია, ორი გადის კვლევას და მათ შორის, საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და გადის კომპიუტერულ კვლევას. როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში.

 

 

რაც შეეხება რეფერალურ კლინიკას, 10 პაციენტი იქნა შემოსული, აქედან 5 უკვე გაეწერა, მათ შორის, 10-დან 6 იყო პოლიციელი. 3-ს ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება, ერთი, სავარაუდოდ, ტვინის შერყევით არის", განაცხადა მიქელაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

 

 

ბათუმში მიმდინარე აქციაზე მონაწილეებმა ცოტა ხნის წინათ საპატრულო პოლიციის მანქანა გადაატრიალეს. მანამდე კი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საუბრობენ, რომ მომიტინგეების მისამართით გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. თავად ადგილობრივებმა კი, სპეცრაზმს ქვები დაუშინეს და გზის გადაკეტვა სცადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი