გიორგი მღებრიშვილი: საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული
11-03-2017, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული, განცხადება ამის თაობაზე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მან ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „ამაზრზენი" უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესაად იქნება დასჯილი".

 

 

„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამაინები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას და ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესაად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორნი და ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე.... საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა, მივემგზავრები ბათუმში, რომ ადგილზე გავეცნო ვითარებას", - განაცხადა მღებრიშვილმა, რომელიც ბათუმში მიემგზავრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი