კახა კალაძე: გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ
11-03-2017, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

 

 

„მინდა მივმართო ბათუმელებს - სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. მთავარია, ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მთავარია პროცესი მივამართოთ იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცავების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, აგრეთვე თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ვცეთ საკუთარ ქალაქს და ქვეყანას პატივი. ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება, ეს არის დანაშაული და კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, დამშვიდდით და ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელების და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი