გიორგი მღებრიშვილი: „პოლიციამ [ბათუმში] გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ“
11-03-2017, 23:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია“ და „სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს“.

 

 

 

მინისტრის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დაახლოებით 40 მოქალაქეა დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

 

 

„წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია, ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი გვყავს დაკავებული. ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას, მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება, რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას. გამოძიების შედეგებს და მიმდინარეობას, პარალელურ რეჟიმში აუცილებლად გაცნობებთ“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

 

 


მღებრიშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ ეტაზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 


”შესაძლებელია ვინმეს მისამართით, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც მის [ბუხრაძის] მისამართით გამოთქვამენ. მე არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი