ადვოკატი: ხელოვნურ მიზეზს თუ არ შექმნიან და საქმესთან არარსებულ კითხვებს თუ არ მოიყვანენ, მამა გიორგი მამალაძე მზად არის, ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი
13-03-2017, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის წარმომადგენლები.

 

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, მამა გიორგი მამალაძე მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი.

 

 

„როცა მამა გიორგი მამალაძე დაკითხვის ოთახში საერთოდ არ შემოსულა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმ დღეს გამოვიდნენ [პროკურორები] და თქვეს, რომ მწვავე კითხვების დასმის შემდეგ, არ გაგვცა პასუხიო. არადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმ დღეს საერთოდ არ შეხვედრია პროკურორს. ხელოვნურ მიზეზს თუ არ შექმნიან და საქმესთან არარსებულ კითხვებს თუ არ მოიყვანენ, საქმესთან დაკავშირებით, მზად არის ის გასცეს ამომწურავი პასუხი", განაცხადა გიორგი ფანცულაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი