ირაკლი კობახიძე: შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით
13-03-2017, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, არის ლოგიკური განსხვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საჯარო განხილვების მოწყობას გულისხმობს.

 

 

მან საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, რომ ჩაერთოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

 

 

„ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომზადდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. დახვეწილი დოკუმენტი ისედაც მომზადდება, ძალიან ქმედითია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან გვინდა, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მხრიდან ბოიკოტის მიზეზი.... საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ის, თუ როგორ უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია, ამ ნორმების თანახმად, კონსტიტუციისა და კანომდებლობის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ორგანიზატორი და ინიციატორი, არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობაში. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით", განაცხადა კობახიძემ.

 

 

პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. დღეს კი, გიორგი მარგველაშვილმა კამპანია თელავიდან დაიწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი