ირაკლი კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: თუ იკვეთება გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ სანქციებზე
13-03-2017, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ვინ იდგა ამ პროცესების უკან, იყო თუ არა მართული ეს პროცესები და რა თქმა უნდა, უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბათუმში შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა.

 

 

„ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბათუმში, მათ შორის, ძალიან შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მაგალითად, სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს იმ დღის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები, რომლის საფუძველზეც უკვე კონკრეტული სანქციების შესახებ საუბარი იქნება შესაძლებელი.

 

 

„თუ იკვეთება გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ სანქციებზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის სხვა, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე გამოძიების შედეგებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   ana
      
ბევრია დასასჯელ ნამდვილად axali sesxebi
13 მარტი 2017 10:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი