ნოდარ ხადური: ჩვენი ოპონენტების სურვილია, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო
27-03-2015, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის ჩვენი ოპონენტების სურვილი, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა “პალიტრა TV”-ის გადაცემა “ბიზნეს-PRESS”-სთან, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

 
ხადური ოპონენტების ქმედებებს საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემას უწოდებს.

 
“თავისთავად ცხადია, არის პრობლემების ჯაჭვი და ერთგვარი დომინოს ეფექტი. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ფაქტორებს, დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვთ, უნდა ჰქონდეთ და ეს ძალიან კარგია. მსოფლიოს ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა, რომელიც მოლოდინებზეა აგებული და ხალხმა ამ მოლოდინების შესწავლაში ნობელის პრემიაც აიღო – ხშირ შემთხვევაში, როგორიცაა მოლოდინი, მომავალი პერიოდი არის ისეთივე, თუ რაიმე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს, როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის ჩვენი ოპონენტების სურვილი, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, ეს არის ყველაფრის გაბიაბურების მცდელობა, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა, ეს არის ადამიანებისთვის ხვალინდელი დღის იმედის დაკარგვის მცდელობა, რასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები – არც ჰქვიათ მათ ოპონენტები – ადამიანები, რომლებიც ჩამობღაუჭებულები არიან თავიანთ წარსულს. ეს არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა. როგორ ფიქრობთ ახლა, ვიღაცა რომ დაიწყებს საუბარს იდიოტურ იდეაზე, რომელსაც “იმპიჩმენტი” ჰქვია, ეს ბიზნესმენებს გაახარებს, გამოიქცევიან და აქ ინვესტიციებს ჩადებენ? ან რაღაც სცენარების გამეორებას რომ ვიღაცა ვიღაცას დაჰპირდება, ეს საქართველოსთვის კარგი იქნება? ამიტომ ვამბობ, ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ სიტუაციას”, – აცხადებს ხადური.

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
Really impressed! Everything is very open and very clear clarification of issues. It contains truly facts. Your website is very valuable. Thanks for sharing. เว็บพนัน บาคาร่า
8 ივნისი 2022 21:31
#2   tech
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. role of actuaries
13 მაი 2022 18:46
#1   tech
      
This post is very simple to read and appreciate without leaving any details out. Great work! joker สล็อต
21 აპრილი 2022 02:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი