გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
14-03-2017, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 


გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

 


„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ, მართლაცდა, კარგი შესაძლებლობით, რათა გაჯანსაღდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უკეთესია. პირველი წელია, რაც ჩვენ დავაბრუნეთ საგაზაფხულო არდადეგები და მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტული სკოლა უკვე ინფრასტრუქტურას ამზადებს იმისთვის, რომ დასვენება იყოს ხელმისაწვდომი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე დასვენება არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით მას, მით უფრო გავაიაფებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000-მდე ბავშვმა დაისვენა.

 


„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, მთლიანი სტატისტიკით ამ არდადეგებზე 10 000-მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან , სახელმწიფო დაფინანსებით, დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე. მათი უმეტესობა, შესაძლოა, არ იყო ზამთრის კურორტზე ნამყოფი. დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს მასშტაბები იქნება ბევრად დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა, ჩატარდა შეჯიბრებები ზამთრის სპორტის სახეობებში. სპორტული სკოლები იყვნენ აქტიურად ჩართულნი და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ იმუშავა ძალიან კარგად,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი