დავით ნარმანია ე.წ. ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებზე: მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება
14-03-2017, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიერ აქციის გამართვას გამოეხმაურა.

 

 

ნარმანია აცხადებს, რომ არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ამის გარდა, სხვა რაიმე საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არც ცენტრალური მთავრობის და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივას არ განეკუთვნება". 

 

 

„იყო გარკვეული შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კომერციული ბანკების მხრიდან, პროცესში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და მოხდა გადასახდელი თანხების გადავადება. პარასკევს, თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგილეების მონაწილეობით, სადაც ასევე დამატებით შეღავათებზე იყო საუბარი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ცალკეული გადაწყვეტილებები, თუ ვის რამდენს და როგორი ფორმებით გადაუვადებენ, კომერციული ბანკების პრეროგატივაა.

 

 

ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ ზიანის ჩამოწერა, რომელიც მათ მიადგათ, რათა არ დაიბეგროს გადასახადებით. გარკვეული შეღავათები გაკეთდა სალარო აპარატებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში. არის ასევე ცალკეული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ამის გარდა, სხვა რაიმე საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არც ცენტრალური მთავრობის და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივას არ განეკუთვნება. ეს არის, ერთი მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორე მხრივ, უშუალოდ მოვაჭრეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა - არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. გარდა ამისა, ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენაც შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი