გიორგი გახარია: 360-გრადუსიანი ხედის მქონე მრავალფუნქციური ნაგებობა გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი
14-03-2017, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„360-გრადუსიანი ხედის მქონე, მრავალფუნქციური დანიშნულების ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვით გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

 

 

„ეს იდეა დაიბადა მთავრობის სხდომაზე დისკუსიის დროს, სადაც განვიხილავდით ჩვენს მიერ გამოტანილ პროექტებს გუდაურისა და რაჭის რეგიონის დეტალური განაშენიანების გეგმის შესახებ. იდეა მართლაც ძალიან კარგია, გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი. 360 გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია, რომელიც მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა იქნება, გუდაურს მისცემს საშუალებას, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ტურიზმის განვითარებაში და პრემიერის ინიცირებული პროექტი გუდაურის განვითარებას კიდევ უფრო მიეხმარება.

 

 

„გუდაურში, ერთ-ერთ ზონაში, სადაც საბაგიროების თავმოყრის ყველაზე დიდი კვანძია, გვაქვს ამ პროექტის განხორციელების ერთი ოფცია. პრემიერმა დაგვავალა, რომ განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ოფცია ცოტა უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, გუდაურის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი გაჩნდეს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი