საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართა
14-03-2017, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.

 


„ჩვენ ვსაუბრობთ კანონში არსებულ ორი ტიპის პრობლემაზე. პირველი - რამდენად იქნება შესაბამისი ახალშექმნილი სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე - ამ კანონმა შესაძლოა გაუმართლბებელი ტვირთი დააკისროს ბიზნესს, რადგან ბევრგან კანონში მითითებულია, რომ სააგენტო იყენებს ბიზნესის და ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო კომპანიების რესურსებს სასყიდლის გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფაქცია ,,ევროპულ საქართველოს“ შეხვდა, ხვალ კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი