იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს რეგულარული კონსულტაციები აქვს საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან
14-03-2017, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც გასულ წელს ალიანსის მიერ გაწეული საქმიანობას ასახავს, მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები.

 

 

დოკუმენტში საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

 

 

აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოზე საუბრობს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. როგორც იანს სტოლტენბერგის ანგარიშშია აღნიშნული „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას. 2016 წელს ალიანსში მოწვეულ იქნა მონტენეგრო. მისი მიწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის ვისაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით, ალიანსი აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ნატო-ს აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამა თითოეულ ამ ქვეყანასთან, რათა დაეხმაროს მათ რეფორმების განხორციელებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში“ - ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

 

 

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების საკითხებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პაკეტის საშუალებით ხორციელდება. ნატო საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ დახმარებას სტრატეგიული დაგეგმარების, სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოგისტიკის, ავიაციის, საზღვაო, საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით. პაკეტის ფორმატში საქართველოში იმართება ნატო-ს წვრთნები (გაიმართა 2015 და 2016 წლებში) და ასევე, საქართველო მონაწილეობს ალიანსის წვრთნებში. პაკეტის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

 

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატო-ს რეგულარული კონსულტაციები აქვს საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. მათ შორის ალიანსი აგრძელებს მუშაობას თავსებადობის გაუმჯობესებაზე როგორც ნატო-ს წევრ, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველო 5 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად არის თავსებადობის პლატფორმის წევრი (ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო, შვედეთი) და მათ აქვთ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები, მონაწილეობენ წვრთნებში და მართავენ კონსულტაციებს ალიანსის წევრებთან უსაფრთხოების საკითხებზე.

 

 

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნულია, რომ ქვეყანა 870 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

 

 

მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ „2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისა და ისლამური სახელმწიფოს მიერ მოსულის დაკავების შემდეგ დადგა ახალი ეპოქა, როდესაც ალიანსის ყურადღება ორი მიმართულებით არის კონცენტრირებული. ესენია კოლექტიური თავდაცვა და კრიზისების მართვა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების გაზრდას ალიანსის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით არის ნახსენები ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება ბალტიის ზღვის ქვეყნებში და ასევე შავ ზღვაზე, მრავალეროვანი ბრიგადის სახით, რომელსაც წარუძღვება რუმინეთი“- ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი