სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე რაუნდის შეხვედრები გრძელდება
15-03-2017, 06:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მეორე რაუნდის შეხვედრა გამართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებს წინა შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე და დღევანდელი მუშაობის რეგლამენტი გააცნო.

 

 

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველმა სამუშაო ჯგუფმა მეორე რაუნდის შეხვედრები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. აღნიშნულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განვიხილეთ კონსტიტუციის პირველი თავი და ადამიანის უფლებების მეორე თავი ოცი მუხლის ჩათვლით განიხილა, დღეს კი მუხლობრივ განხილვას 21-ე მუხლიდან გავაგრძელებთ, რომელიც საკუთრების ძირითად უფლებებს შეეხება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ალტერნატიული წინადადებების და მუხლობრივი განხილვა კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გააგრძელა.

 

 

კომისიის წევრები კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებს, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს, საკუთრების, შრომის, განათლების, გამოხატვის თავისუფლების და თანასწორობის საკითხებს მოიცავს დეტალურად განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი