დონალდ ტუსკი: თურქეთი „სრულიად მოწყვეტილია რეალობას“
15-03-2017, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთი „სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას“ ჰოლანდიელებისთვის ფაშისტების წოდებით, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომლის კომენტარიც ანკარასა და რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს შორის თურქეთის რეფერენდუმის კამპანიის აკრძალვის გამო შექმნილ სკანდალს მოჰყვა.

 

 

თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ შაბათს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩასვლას და თურქული დიასპორის წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვას გეგმავდა, სადაც მას მათთვის უნდა მოეწოდებინა აპრილში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ერდოღანისთვის უფრო დიდი ძალაუფლების მინიჭების მხარდაჭერისაკენ. მაგრამ მიტინგის გამართვა უსაფრთხოების მიზეზებით აიკრძალა და ამის შემდეგ მინისტრის თვითმფრინავს დაშვებაზე უარი განუცხადეს.

 

 

თავდაპირველად თურქეთმა ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა, რათა მისგან ახსნა-განმარტება მოესმინა, მოგვიანებით კი ჰოლანდიის ელჩს ანკარაში დაბრუნება აუკრძალა და შეაჩერა მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებები. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ჰოლანდიელები აღწერა, როგორც „ნაცისტური გადმონაშთები და ფაშისტები“.

 

 

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ერდოღანის კომენტარი „რა თქმა უნდა, გადარეული შენიშვნა“ იყო.

 

 

ერდოღანი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ნიდერლანდებში შეშვების აკრძალვის გამო ჰოლანდიური ფრენების დაბლოკვით დაიმუქრა.

 

 

მან თქვა: „... ამიერიდან, მოდი ვნახოთ, როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში“.

 

 

ერდოღანის რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა მან ჰოლანდიელებს ბოსნიაში 1995 წელს სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტვაში დასდო ბრალი. როგორც BBC წერს, მუსულმანი მამაკაცების და ბიჭების მკვლელობები ბოსნიელი სერბი ძალების მიერ განხორციელდა და ერდოღანის შენიშვნები ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა დაგმო, როგორც „საზიზღარი ფალსიფიკაცია“.

 

 

ოთხშაბათს ევროპულ პარლამენტში ტუსკმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები „თავისუფლების და დემოკრატიის ადგილია, და რა თქმა უნდა როტერდამიც... ქალაქი, რომელიც მხეცურად განადგურდა ნაცისტების მიერ და რომელსაც დღეს ჰყავს მერი, რომელიც მაროკოშია დაბადებული“.

 

 

„თუ ვინმე როტერდამში ფაშიზმს ხედავს, ის სრულიად მოწყვეტილია რეალობისაგან“, დაამატა ტუსკმა.

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რამდენიმე დღის წინათ გააფრთხილა ნიდერლანდები, რომ ანკარა დააწესებდა მკაცრ სანქციებს, თუკი მისი ვიზიტი დაიბლოკებოდა.

 


რუტემ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა (ჰოლანდიურ ენაზე), რომ თურქეთის მუქარამ სანქციების შესახებ „გონივრული გადაწყვეტილების ძიება შეუძლებელი“ გახადა.

 


რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰოლანდიის ოფიციოზმა უფრო ადრე განიხილა საკითხი, ჩავუშოღლუს მონაწილეობით დაგეგმილი მიტინგი შეიძლებოდა თუ არა კერძო და „უფრო მცირე“ მასშტაბის ყოფილიყო და ის თურქეთის საკონსულოსა ან საელჩოში ჩატარებულიყო.

 


ნიდერლანდები „წუხს მოვლენების ამგვარად განვითარების გამო და რჩება თავდადებული თურქეთთან დიალოგისათვის“, ნათქვამია განცხადებაში, რომლის მოკლე თარგმანსაც BBC ავრცელებს.

 


ევროპის ქვეყნებს შორის, რომელთაც თურქეთის მინისტრებს 16 აპრილის რეფერენდუმის კამპანიისთვის დემონსტრაციების ჩატარების უფლება არ მისცეს, ჰოლანდიის გარდა, გერმანია და ავსტრიაც იყვნენ.

 


მას შემდეგ რაც რამდენიმე გერმანულმა ქალაქმა თურქეთის რეფერენდუმის შესახებ მიტინგების ჩატარების ნებართვა არ გასცა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია ნაცისტური ეპოქის ტაქტიკის აღდგენას ახორციელებს.

 


„თქვენი ქმედებები არ არის განსხვავებული ნაცისტური ეპოქის წარსულის ქმედებებისაგან“, განაცხადა ერდოღანმა თებრვლის ბოლოს სტამბულში, ქალების დემონსტრაციაზე, წერს „დოიჩე ველე“ თურქულ სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით.

 

 

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება, რომელიც პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების შემცირებას და პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

„თქვენ ლექციებს გვიკითხავთ ჩვენ დემოკრატიის შესახებ და შემდეგ ნებას არ რთავთ ამ ქვეყნის მინისტრებს ისაუბრონ მანდ“, განაცხადა გაბრაზებულმა ერდოღანმა და დაამატა, რომ გერმანია „პატივს არ სცემს აზრს და იდეას“.

 


მოგვიანებით მან სტამბულში მომიტინგეებს უთხრა, რომ იგი მზად არის თავად ჩავიდეს გერმანიაში.

 


„თუ მე მოვისურვებ, მე ჩამოვალ გერმანიაში“, უთხრა ერდოღანმა მომიტინგეებს და გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა: „თუ თქვენ ნებას არ მომცემთ შემოსვლის ან ნებას არ დამრთავთ საუბრის, მთელ მსოფლიოს ავამხედრებ“.

 


‘უბრალოდ აღმაშფოთებელი’

 


ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ ჯულია კლოკნერმა განაცხადა, რომ ერდოღანი „რეაგირებდა უტიფარი ბავშვის მსგავსად, რომელსაც არ შეუძლია ჰქონდეს თავისი გზა“.

 


„ნაცისტური შედარება არის ახალი მაღალი წერტილი თავშეუკავებლობის. ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია!“ განუცხადა კლოკნერმა გერმანულ გაზეთ „ბილდს“.

 


მან დაჟინებით მოუწოდა ერდოღანს მისი კომენტარების გამო ბოდიშის მოხდისაკენ და დაამატა: „ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეები ასე არ საუბრობენ “.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია აფასებს გამოხატვის თავისუფლებას, ვინც არ უნდა საუბრობდეს აქ, „პატივის უნდა სცეს ჩვენ წესებს“.

 


ბავარიელმა პოლიტიკოსმა და პარლამენტარმა, ანგელა მერკელის მოკავშირემ, ვოკლერ კაუდერმა ერდოღანის მიერ დღევანდელი გერმანიის ნაცისტურ ეპოქასთან შედარებას მკაცრად უპასუხა.

 


„დაუჯერებელი და მიუღებელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა წევრი ქვეყნის შესახებ ამის მსგავსად საუბრობდეს, განსაკუთრებით კი ისეთი ვინმე, რომელსაც კანონის უზენაესობასთან მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს“, განაცხადა კაუდერმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი