საქართველოს პრეზიდენტი ე.წ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა და ის საკითხები განიხილა, რომელთა აღსრულებმაც ქვეყანაში შესაძლოა, ადამიანის უფლებების დაცვისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებებით პრობლემები შექმნას, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი სკეპტიციზმი ამ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ამით დავასრულეთ კონსულტაციები ოპოზიციურ ფრაქციებთან ბუნებრივია და გვაქვს რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ხელს მოვაწერთ თუ არა კანონს, თუ დავაბრუნებთ ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით.
მოგეხსენებათ, რომ გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა 21 მარტამდე, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ანალიტიკას და მუშაობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.