პრემიერი ბათუმის მოვლენებზე: „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ აქეზებდა ხალხს, ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს
15-03-2017, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა - საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

 

 

მან ბათუმის მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პარტიის ერთი ნაწილი „პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე“ და ისინი „ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს“.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელმძღვანელობს სრულიად სხვა იდეალებით და დღეს სახელმწიფო სრულიად სხვა საფუძველზეა აგებული.

 


„გამოძიება გრძელდება. პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა იმ ბრალდებებსა და სპეკულაციებს, რომელიც 11 მარტის ღამეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და აღნიშნა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღირსეულ რეაგირებაზე.

 


„მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საღამოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, აბსოლუტურად პულსზე გვედო ხელი, მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის მეთაურს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო ამ მოვლენებით და სტამბოლიდან მოფრინავდა. შევთანხმდით, რომ იგი მიმართავდა შს მინისტრს და ექვსი დაკავებული, რა საბაბითაც ეს ყველაფერი დაიწყო და რა შემთხვევითაც ისარგებლა შემდეგ უკვე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, ხალხში ემოციების ასაზვირთებლად, გათავისუფლდა. მაშინ ჩაცხრა პირველი მუხტი. ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე - რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები და არ გამოვარდა სპეცრაზმი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა.

 

 

„ისიც მინდა ვთქვა, რომ ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი, შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც.

 


„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს“, აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარების შინაარსს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი