პრეზიდენტის განკარგულებით, ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
27-03-2015, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ.

 
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.

 
ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. ალექსანდრე მაისურაძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს 1998 წლიდან. მათ შორის 2012 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

 
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობა 2015 წლის 26 იანვრიდან ვაკანტურია. ეს თანამდებობა, “თავისუფალი  დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის ძმამ, ლევან დოლიძემ ალასანიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლისთანავე, სოლიდარობის ნიშნად დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი