ირაკლი კობახიძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
16-03-2017, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

მხარეების განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და მყარი მეგობრობის შესახებ მეტყველებს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და საქართველოს პარლამენტი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს საქართველოს პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფი, რომელიც გასულ კვირას დაკომპლექტდა და მას პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე უხელმძღვანელებს.

 

 

კობახიძემ ელჩს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, მიმდინარე დღის წესრიგი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების საკითხზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ ერთობლივ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატულ დასავლურ კურსს ადასტურებს 2016 წლის 29 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მჭიდრო ურთიერთობა მეგობარ უკრაინასთან.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ირაკლი კობახიძის თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას ბევრი მსგავსი გამოწვევა აქვთ და მათთან გასამკლავებლად ქვეყნებმა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.

 

 

იგორ დოლგოვმა თქმით, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აქტიურად მუშაობს უკრაინის პარლამენტში (უმაღლეს რადაში) არსებული მეგობრობის ჯგუფიც. ელჩის განცხადებით, 26-29 მაისს თბილისში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელსაც უკრაინის დელეგაციაც დაესწრება.

 

 

უკრაინის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი