საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოს V გლობალური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
16-03-2017, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 


პრეზიდენტმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გლობალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაუცველ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას პირდაპირი გავლენა აქვს მომავალ მოვლენებსა და უსაფრთხოების გარემოზე.

 


გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც საბოლოო კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა.

 


საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი და ჩვენ ყველა ერთად ვართ საკუთარ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. დიდი ქვეყნების გავლენის ზონები და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის;

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ზომისა და ორიენტაციისა,მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ.

 


ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა საერთო პრობლემებიდან გამოსავალი ერთობასა და საერთო ღირებულებების, ფასეულობების დასაცავად ერთიან ძალისხმევაშია.

 


გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს და აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სურვილის ნათელი მაგალითია, გავაძლიეროთ რეგიონი და ამ გზით შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე.

 


საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სესიაზე დამსწრე საზოგადოებას მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, ალბანეთის, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა და საუდის არაბეთის პრინცმაც მიმართეს.

 

 

სიტყვით გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად სამუშაო ლანჩი გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი