საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა
16-03-2017, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.

 


პრემიერის განმარტებით, გასული 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც შექმნა სრული საფუძველი სოფლის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სოფელი უნდა წარმოადგენდეს სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრს, როდესაც ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ, როგორც სოფლის მცხოვრებლები, ისე სოფელში ჩასული ტურისტები.

 


„თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როცა ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას, “ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალაქად, ისე სოფლად ცხოვრების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.

 


სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას.

 


„სოფლის, ქალაქის, ქვეყნის ყველა მოსახლე მალე, სულ რამდენიმე დღეში ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის სიკეთით. ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ეს ის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეექმნათ, რათა დაამყარონ კავშირები ევროპაში შესაძლო პარტნიორებთან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, შეიცნონ და გამოიყენონ ის ახალი შესაძლებლობები, რასაც უვიზო მიმოსვლა სთავაზობს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის - სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესდება წვდომა მომსახურების სფეროზე. მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტურ კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.

 


სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

 


სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი