ქვემო და ზემო სვანეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება - ლენტეხი და მესტია ერთმანეთს შესაძლოა, 6-კმ-იანი გვირაბითაც დაუკავშირდნენ
17-03-2017, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისი–ლენტეხი–უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ლენტეხი-ლასდილის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის და მესტიის მუნიციპალიტეტში, უღვირიდან უშგულის მიმართულებით 10-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა იწყება. აღნიშნულ ინფორმაციას Guardian.ge-ს ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების გამგებლები - ამირან ჯამბურიძე და კაპიტონ ჟორჟოლიანი უდასტურებენ.

 

 

 

(კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, Guardian.ge-ს ფოტო)

 

 

„უღვირიდან უშგულის მიმართულებით 10-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა იწყება. გვყავს უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელიც დაიწყებს სამუშაოებს აღნიშნულ მონაკვეთზე. მინდა გითხრათ, რომ ტექნიკა უკვე შემოჰყავთ და უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები.

 


აღნიშნული პროექტი ორწლიანია და 2018 წელს დასრულდება. მოგეხსენებათ, აქ ისეთი ადგილებია, არ არის მარტივი მუშაობა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამუშაო პერიოდიც მხოლოდ ექვსი თვეა, ამიტომ, ამ პროექტის განხორციელება ბუნებრივია, წელს სრულად ვერ მოესწრება, სამუშაოების მე-2 ეტაპი 2018 წელს გაგრძელდება და დასრულდება კიდეც“, განუცხადა Guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 

 

 

 

(მესტიის მუნიციპალიტეტი, 2016 წლის მარტი, Guardian.ge-ს ფოტო)

 

 


მესტიის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების პარალელურად საავტომობილო გზის აღდგენა იწყება ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც, რომლის გამგებლის, ამირან ჯამბურიძის თქმითაც, თავიანთ ტერიტორიაზე გამავალი გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის აღსადგენად 9 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები აპრილში დაიწყება და მიმდინარე წელსვე დასრულდება. წელსვე, სავარაუდოდ, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამავე გზის გაგრძელებაზე, უშგულის მიმართულებით, კიდევ „12 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთის აღდგენაც დაიწყება“ და ჯამში, ლენტეხი-ლასდილი-უშგულის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი 24 კილომეტრზე დაიგება.

 


საერთო ჯამში კი, ქუთაისი–ლენტეხი–უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, დაახლოებით, 100-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა 2018 წელს უნდა დასრულდეს, რა დროისთვისაც მესტიის მხრიდანაც უშგულამდე ასფალტის დაგების პროცესიც დასრულებული უნდა იყოს, ეს კი, როგორც ჯამბურიძე აცხადებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და რეგიონში მომრავლებულ ტურისტებს კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს და ქვემო და ზემო სვანეთში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის წინაპირობას შექმნის.

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელს“ უწოდებს.

 

 

 

(ამირან ჯამბურიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, Guardian.ge-ს ფოტო)

 


„ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი ცენტრალური გზის აღდგენას ვიწყებთ, სავარაუდოდ, აპრილში - ეს გზა უნდა გაკეთდეს წელს. აპრილის თვეში ტენდერზე დაიდება ასევე ამ გზის გაგრძელებაზე კიდევ 12 კმ-ის აღსადგენად პროექტი. სავარაუდოა, რომ ამ 12 კმ-ის გაკეთებაც მოესწროს წელს, დაწყებით კი, დაიწყება.

 


მესტიის მხრიდანაც ორი ტენდერია - ერთი თუ არ ვცდები 10-კმ-იანი, მეორე 19-კმ-იანი საგზაო მონაკვეთის ასფალტირებას ითვალისწინებს. გზა მიდის უშგულამდე. ამ მონაკვეთების ასფალტირების გარდა, მთიან ზოლშიც, სადაც არსებობს ისედაც საავტომობილო გზა, თუმცა, არ არის მოწესრიგებული, უნდა დაიწყოს მშენებლობები. საერთო ჯამში ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 100 კმ-ია, 2018 წელს დასრულებული იქნება.

 


ეს გზა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გააცოცხლებს სოფლებს; მოსახლეობას ექნება თავისუფლად გადაადგილების საშუალება. სივრცით მოწყობაში გათვალისწინებულია ისიც, რომ ტურისტს გადაადგილების ნორმალური საშუალება ჰქონდეს, ტურისტთა რაოდენობა კი, მოგეხსენებათ, აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზე. საოჯახო სასტუმროებზე სერიოზული მოთხოვნები არის უკვე, უამრავი სიკეთე მოაქვს ამ გზას“, განუცხადა ლენტეხის გამგებებლმა Guardian.ge-ს.

 


ქუთაისი–ლენტეხი–უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო, რაც არაერთხელ დააანონსეს მთავრობის წარმომადგენლებმა, თუმცა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები არ განხორიცელებულა.

 


ამირან ჯამბურიძე 2016 წლისთვის დაგეგმილ, თუმცა, შეუსრულებელ პროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ გეგმის განუხორციელებლობა სახელმწიფო ტენედერის შედეგად გამარჯვებული კომპანიის მიზეზით მოხდა.

 


„გასულ წელს გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც შემოდგომაზე გვიან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კონკრეტულად კი, გზის გაფართოება, არსებული გზის ზედა ფენის მოხსნა, თუმცა, ამ კომპანიამ ვერ გაართვა სამუშაოებს თავი. არ გამოდგა ეს კომპანია, შემდეგ სახელმწიფომ მისი დისკვალიფიცირება მოახდინა. პროექტი კი სახელმწიფო ტენდერზე თავიდან დაიდო. ახლა ახალი გუნდი და ახალი კომპანიაა შემოსული“, - განმარტავს ამირან ჯამბურიძე.

 


ლენტეხი-უშგულის მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიაში.

 


გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში.

 

 

 

(დაბა ლენტეხი, 2017 წელი, 31 იანვარი, Guardian.ge-ს ფოტო)

 


აღნიშნული პროექტის გარდა, ალტერნატიული გზის პროექტიც არსებობს, რაც ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გვირაბს გულისხმობს. ლენტეხის გამგებლის თქმით, გვირაბის პროექტი ძალაშია და ძირითადად, ოთხ სავარაუდო მიმართულებაზე საუბრობენ, სადაც გვირაბი უნდა გაკეთდეს, თუმცა, მისივე განცხადებით, აქცენტი ლენტეხი-ლატალის მიმართულებაზე კეთდება. გვირაბი 6-კილომეტრიანი იქნება.

 

 

 

(მესტიის მუნიციპალიტეტი, 2017 წლის იანვარი, Guardian.ge-ს ფოტო).  

 


ამირან ჯამბურიძე მიიჩნევს, რომ გვირაბის პროექტის განხორციელება რეგიონისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გვირაბით ლენტეხიდან მესტიამდე ჩასვლა 10 წუთში იქნება შესაძლებელი და ქვემო და ზემო სვანეთის მცხოვრებლები, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ ერთმანეთთან, უმოკლეს პერიოდში შეძლებენ დაკავშირებას, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით, ზუგდიდის გავლით არსებული ისტორიული საგზაო მარშრუტის ალტერნატივა ჩნდება (ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-მესტია), რაც გვირაბის შემთხვევაში ქუთაისიდან მესტიამდე გზას დაახლოებით 150 კილომეტრით ამცირებს, ეს კი ამირან ჯამბურიძის თქმით, არამარტო მესტიისთვის ნიშნავს მეტ ქართველ და უცხოელ ტურისტს, არამედ ქვემო სვანეთის და ლეჩხუმისთვისაც.

 

 

(დაბა მესტია, 2016 წლის მარტი, Guardian.ge-ს ფოტო). 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „საკმაოდ ჭკვიანია“, რადგან შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რომელიც მან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აიღო.

საუდის არაბეთს განსაზღვრული აქვს თავი შეიკავოს გერმანიიდან უფრო მეტი შეიარაღების შესყიდვისაგან და ამის ნაცვლად კონცენტრირება მოახდინოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სხვა სექტორებში. სტატიას აღნიშნულის შესახებ გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ აქვეყნებს.

ყველაზე კითხვადი
  1. იმდენად აუგ და ბოროტ საქმეს სჩადიან ოსები, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილო კავკასიაშიც კი ისპობენ დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს
  2. ოფიციალური ფხენიანი: ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეერთებულ შტატებთან ომისათვის, თუკი ტრამპი ამ გზით წავა
  3. ისრაელის შსს-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 17 აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
  4. ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იმ დროს გამოსცადა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
  5. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა
  6. დონალდ ტრამპი: „არსებობს შანსი, რომ ჩვენ დიდ, დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ ჩრდილოეთ კორეასთან. აბსოლუტურად“
  7. შეერთებულმა შტატებმა სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა
  8. ჩინეთი შიშობს, რომ ჩრდილო კორეასა და აშშ-ს შორის „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“
  9. ვლადიმერ ზედგინიძემ ბაქოში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ქ. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
  10. გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი