მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17-03-2017, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთა,ნ რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრაზე აქცენტი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურად მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე გაკეთდა. 

 

 

საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, 2017 წლის მანძილზე დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს. ყურადღება, ასევე გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა ა.წ. 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი