გიორგი მარგველაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს
17-03-2017, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

 


გიორგი მარგველაშვილს აკადემიის რექტორმა, ურხან ალეკპეროვმა პირადად უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ურხან ალეკპეროვმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 


საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 


გიორგი მარგველაშვილმა აკადემიის ხელმძღვანელობას დაფასებისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს დინამიური განვითარებისათვის განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

 


ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ ჩადებულმა თანამშრომლობის ფუნდამენტმა სახელმწიფო ლიდერებს - ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების საშუალება მისცა, რამაც საქართველოს, აზერბაიჯანსა და მთელ რეგიონს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ავსებენ ერთმანეთს და ახალ შესაძლებლობებს უხსნიან.

 


როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო ქმნის აზერბაიჯანის მდიდარი ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფართომაშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს;

 

 

მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს.

 


გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მუდმივად განიხილავენ ახალ ინიციატივებს თანამშრომლობის განვითარებისათვის.

 


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

 


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამ, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაიყვანა და ამით ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვისაც ახალი შესაძლებლობები შექმნა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ახლა, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალ თაობას ენიჭება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი