ირაკლი კობახიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17-03-2017, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში სტაბილური პარლამენტის არსებობას, რომელიც მთავრობას ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს.

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზა-ლიბერალიზაცისათან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას გაცილებით ადრე იმსახურებდა. როგორც პიტერ სიიარტომ შეხვედრისას აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს წვლილის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ძლიერია პროდასავლური განწყობა, რასაც 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, დიალოგში პროგრესი არ არის. მისივე განცხადებით, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანიც წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირებაა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ეკონომიკურ რეფორმებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. პიტერ სიიარტოს შეფასებით, ეს ამოცანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. კიდევ ერთ პრიორიტეტად პარლამენტის თავმჯდომარემ დეოკუპაცია დაასახელა და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართველი ხალხისა და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

 

 

ირაკლი კობახიძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, პიტერ სიიარტომ კონსტიტუციური რეფორმის უნგრულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მიესალმება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ქვეყნის უმთავრესი კანონის დახვეწას.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში უნგრეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზეც. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას განათლების სფეროში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას გეგმავს.

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. მინისტრის განცხადებით, სასურველი იქნება, თარიღთან დაკავშირებით თბილისსა და ბუდაპეშტში კულტურული ღონისძიებები გაიმართოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი