საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა
17-03-2017, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთო საჯარისო ცენტრში დღეს ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ კურსდამთავრებულ სამხედროებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 84 ქვეითი ოფიცერი შეემატა. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულ ოფიცრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 


ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრში 3 ოქტომბერს დაიწყო და 25 კვირის მანძილზე გრძელდებოდა. მსმენელები სწავლების განმავლობაში ტაქტიკის საფუძვლებს დაეუფლნენ და საცეცხლე, სამთო, ჯავშანსატანკო და აერომობილური მომზადება გაიარეს. კურსის განმავლობაში მსმენელებს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრები სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში ქვეითი ოცეულის მეთაურებად დაინიშნებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი