ვაზიანში მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაგეგმარების კონფერენცია გაიმართა
17-03-2017, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალა პარტნიორობაშია“ - მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 11 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, რუმინეთი, სლოვენია, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

 


სწავლების ლოკაციების შერჩევის, მონაწილე ქვეყნების სამხედროების ზუსტი რაოდენობის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განსაზღვრის, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების დადგენის მიზნით ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაგეგმარების ძირითადი კონფერენცია გაიმართა.

 


ერთი კვირის განმავლობაში ქართველმა ოფიცრებმა სწავლების დაგეგმვაში მონაწილე უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წვრთნის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია კი, მაისში გაიმართება, სადაც სწავლების შესახებ უკვე ყველა დეტალი გაიწერება და შეთანხმდება.

 


„ღირსეული პარტნიორი 2017“ ივლისის ბოლოს დაიწყება. წლევანდელი მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი