ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა
18-03-2017, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან, წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა მწვანედ განათდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო უკვე მესამე წელია მსგავსი ტიპის ღონისძიებით ულოცავს ირლანდიას ეროვნულ დღესასწაულს.

 

 

„საქართველო კიდევ ერთხელ ჩაერთო კამპანიაში "Global Greening". კამპანიის ფარგლებში ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანე ფრად ნათდება. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა - თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის უკვე მესამედ მოხვდა.

 

 

გასულ წელს წმინდა პატრიკის დღესთან ერთად საზეიმოდ აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი. საიუბილეო თარიღთან და ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა ირლანდიური ჯგუფის "Jack Lukeman"-ის მონაწილეობით, რომელიც საქართველოს პირველად სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია.

 

 

2015 წლის 17 მარტს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობა წმ. პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ მწვანედ განათდა. ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა. საკრებულოს შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმნენ ქ. დუბლინის მერი კრისტი ბურკი და ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი.

 

 

მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქის ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი