შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთვნენ
18-03-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ.

 

 

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებულმა თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების უმცროსკლასელებს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩაუტარეს. მათ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს, ასევე, ქვეითთა უფლებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ.

 

 

პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი