პარიზის აეროპორტში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ჯარისკაცის იარაღი მიიტაცა
18-03-2017, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარიზის ორლის აეროპორტში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ჯარისკაცის იარაღი მიიტაცა. იგი უსაფრთხოების ძალებმა მაღაზიაში ჩაცხრილეს იმის შემდეგ, რაც მან აეროპორტის სამხრეთ ტერმინალში ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდება მოახერხა.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, აეროპორტი დაიხურა მას მერე რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარი უკიდურესად სერიოზული შემთხვევაა. მგზავრების თვითმფრინავებიდან ჩამოსვლის პროცესიც შეჩერებულია.

 


აეროპორტში უსაფრთხოების ოპერაცია გრძელდება და მასში ბომბის ადგილმდებარეობის დამდგენი ექსპერტებიც არიან ჩართული და მიმდინარეობის ნებისმიერი თანამონაწილის ძებნა.

 

 

ორლი პარიზის სამხრეთ ნაწილიდან 18 კილომეტრში მდებარეობს და იგი საფრანგეთის დედაქალაქის მეორე ყველაზე დიდი აერპორტია.

 


პოლიციას უსაფრთხოების კორდონი აქვს გაკეთებული და გაფრთხილებული ჰყავს ადამიანები, რომ მის სიახლოვეს არ მიეკარონ.

 


ოფიციოზმა განაცხადა, რომ მამაკაცი მიუახლოვდა ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც აეროპორტში პატრულირებას ახორციელებს და ირაღის ხელში ჩაგდების შემდეგ მაღაზიისკენ გაიქცა, სადაც იგი ცეცხლსასროლი იარაღით უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

 


თავდასხმის ადგილისკენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუქსი მიემგზავრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი