ნუგზარ წიკლაური: ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, შს მინისტრმა 9 პოლიციელი გაათავისუფლა
18-03-2017, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არამხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში და პირადად იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პოსტებზე ადამიანების დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ახლა უკვე მისი ოჯახის წევრებიც ერევიან სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, შარდენზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს, პოლიციელმა ამ კლუბის დაცვის წევრი დააკავა, ბერა ივანიშვილმა კი, ამ პიროვნების გათავისუფლება მოითხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, წიკლაურის თქმით, შს მინისტრმა პოლიციიდან ცხრა პირი გაათავისუფლა.

 

 

„ა.წ. 4 თებერვალს, შარდენზე, კლუბ „ელ ცენტროში" მოხდა ჩხუბი და ამ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ შსს-ს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ზურიაშვილი, ბარმენი ამ კლუბის და აგრეთვე ამ კლუბის დაცვის წევრები. როდესაც ეს ჩხუბი დაიწყო პოლიციელმა გამოიძახა სხვა პოლიციელები იმისათვის, რომ დამეყარებინა წესრიგი და მოვიდნენ მართლაც იქ შსს-ს მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსი რამაზ თათარაშვილი, აგრეთვე ოპერები და სხვადასხვა პოლიციის თანამშრომლები.

 

 

თანამშრომლებმა დააკავეს ამ კლუბის დაცვის წევრი - ვინმე ალეკო, რომლის გვარსაც მალე შევიტყობთ და როდესაც ეს დაკავება უკვე განხორციელდა, ამ დროს შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მოვიდნენ პოლიციელებთან და უთხრეს, რომ აუცილებლად ეს ადამიანი უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი. ამის პასუხად, პოლიციელმა უთხრა, რომ მას თვითონაც ჰქონდა ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის - ე.წ. ხოდი ბერა ივანიშვილთან და რომ არ შეასრულებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების უკანონო მოთხოვნას. ამის შემდეგ მოხდა უკვე ამ ადამიანის გადაყვანა პოლიციის სამმართველოში და როდესაც პოლიციის სამმართველოში მივიდნენ, იქ უკვე განხორციელდა ზარი და ეს პოლიციელები დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში.

 

 

გენერალურ ინსპექციაში მისულ პოლიციელებს იქ დახვდათ შს მინისტრი, რომელიც იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ არ იქნა გენერალური ინსპექციის მოთხვნა შესრულებული და ბერას დავალება არ იქნა შესრულებული და მან იქვე ჩამოართვა პირადი ნივთები პოლიციელს, უთხრა, რომ ის არის გათავისუფლებული სამსახურიდან. ამ დღეს, შს მინისტრის მიერ გათავისუფლებულები იქნენ: რამაზ თათარაშვილი - ეს არის ის პოლიციელი, რომელმაც განახორციელა დაკავება - სამმართველოს უფროსი, კახა გალდავა - საუბნო განყოფილების უფროსი ამავე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის, კობა ნარმანია - პირველი განყოფილების უფროსი, ზაზა ოსეფაშვილი - ვერის განყოფილების უფროსი, თორნიკე ძულიაშვილი - განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან ერთად, ოთხი ოპერატიული თანამშრომელი. მთლიანობაში, იმის გამო, რომ არ შესრულდა ივანიშვილის ოჯახის წევრის, ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა დაკავებული პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაეთავისუფლებინა ცხრა კანონმორჩილი პოლიციელი, მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ უფლებამოსილებებს და იცავდნენ მართლწესრიგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 2
#2   დიანა
      
ბოცოჯან,ეგ ხომ 4 თებერვალს მოხდა და აქამდე შენ გაჩუმდებოდი ეს სიმართლე რომ იყოს?
სულ ცილისწამებაში როგორ გძვრებათ სული,თქვე უღმერთოებო!
არადა,ძალიან მიხარია სისხლზე რომ გადიხართ გნაცები :)
18 მარტი 2017 14:01
#1   goga
      
გაგიჯებულია ეს ხალხი რა axali sesxebi
18 მარტი 2017 06:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი