თბილისში, გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
18-03-2017, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და ის კომუნიკაციების სისტემის გამტარი იქნება.

 


ახლადგახსნილი ხიდი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 


პროექტის თანახმად, მიმდებარე ძველ ხიდზე კომუნიკაციების დაზიანების შემთხვევაში ახალ ხიდზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეფერხდება. ხიდის რეაბილიტაციის დროს კი საკომუნიკაციო ქსელის სრულყოფილი ფუნქციონირება არ შეიზღუდება. ახალი ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება.

 


„აქ არის საბჭოთა პერიოდში მდინარე მტკვარზე აშენებული პირველი ხიდი თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც აღმაშენებლის ხეივანს ზაჰესის დასახლებასთან აკავშირებს. ადრე არსებულ ხიდს, რომლის ძირითადი ნაწილი დაზიანებული იყო, დღეიდან კომუნიკაციების გატარების დანიშნულება ექნება. საავტომობილო მოძრაობა მთლიანად გადაერთვება ახალ ხიდზე, რომელიც მაქსიმალურ ტვირთამწეობაზეა გათვლილი. ხიდზე იმოძრავებენ, როგორც მსუბუქი, ასევე, მძიმეწონიანი მანქანები. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია არის არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სამრეწველოც, ხიდი მნიშვნელოვანი დატვირთვის იქნება,“განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ენ სი სიმ“ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი