მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
28-03-2015, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიენებული  მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო. თუმცა ამის მიუხედავად იგი გაიყვანეს საოპერაციოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 


ბესო ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბესო ხარძიანის მეზობლების ინფორმაციით, ბიზნესმენი თავის და ფეხის არეში დაჭრეს. მეზობლების თქმითვე, ბიზნესმენს მოტოციკლეტისტმა ესროლა, რომელსაც შავი ჩაფხუტი ეხურა.

 

 

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 19,108-ე მუხლით, დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 


ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

 

ბესიკ ხარძიანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა "კუს ტბის" წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

 


ბესიკ ხარძიანმა "კუს ტბის" ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

 

 

ბესო ხარძიანის ერთ-ერთი მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი უკავშირდება ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ წითელ ცირკულარში ჩაესვა და უდესიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.

 


"პირდაპირი გაგებით, მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ. ამის შესახებ იციან ძალოვანებმა, ადამიანები, რომლებიც ახლაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" და წინა ხელისუფლების დამნაშავე ადამიანების საქმეებს. მფარველობენ, თვალებს ხუჭავენ, ხელს უწყობენ მათ", - აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

 

 

მისივე თქმით, ბესო ხარძიანის მეგობრები ითხოვენ, დააკავონ გიორგი უდესიანი, დაიწყოს მასზე სისხლის სამართლის დევნა და ჩამოიყვანონ საქართველოში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი