„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის არჩევნის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის ინიციატივაზე კომეტირებისას თქვა, რომ „ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს“.
„დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სამარცხვინო ვითარება არც ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არ არის. საუბარი აღარ მაქვს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებზე, რომლებსაც ვედრებით“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დაამატა, რომ „არც ერთ ამ სახელმწიფოში ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა არ არის, ჩვენთან კი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და ჯიბეში ჩაისვა მთელი ქვეყანა. ახლა კი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაც გადაუწყვეტია“.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომლის უმძიმეს შედეგს ქვეყანა ძალიან მალე მოიმკის.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ასევე წინააღმდეგია ქვეყნის საპარალამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის და ამბობს, რომ ეს უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
„საპარლამენტო რესპუბლიკები წარმატებულად მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი დემოკრატიული ტრადიციები, სადაც პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს, სადაც ერთი პარტიიდან მეორეში კალიასავით ხტომა მიუღებელია და სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ არ იყიდება საპარლამენტო მანდატები,“ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკას სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოში კი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა ექვემდებარება კონკრეტულ ადამიანს. მედიასაც კი ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რადგან აშკარად არის მცდელობა მისი გაკონტროლების. ამ პირობებში კი, მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაც ერთი ადამიანის გავლენის სფეროში, უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.