საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით დასრულდა
19-03-2017, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. (Georgian Rugby-ის Facebook-ის გვერდიდან გამოყენებული ფოტო)

 


თამაში „ბორჯღალოსნების“ კარგი შეტევით დაიწყო, თუმცა რუმინელებმა მე-4 წუთის დასაწყისში დაცვაში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომის გამო პირველი ლელოს დადება შეძლეს. გარდასახვის შესრულება ვაიკუმ ვერ მოახერხა და ანგარიში 5:0 დარჩა.

 


მე-10 წუთზე, შერკინების შემდეგ, რუმინელები დაჯარიმდნენ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა და ანგარიში მე-11 წუთზე უცვლელი დარჩა.

 


მე-19 წუთზე ვაიკუმ 45 მეტრიდან ქართველების კარში ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მანვე მორიგი შერკინების დროს „ბორჯღალოსნების“ კვლავ დაჯარიმების შემდეგ, 28-ე წუთზეც ვერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში ისევ 5:0 დარჩა.

 


37-ე წუთზე, ქართველების აქტიური შეტევის შემდეგ, მერაბ შარიქაძემ პირველი ლელო დადო, კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ქართველი მორაგბეები 2 ქულით დაწინაურდნენ - ანგარიში 7:5 გახდა.

 


შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე რუმინელებმა საკმაოდ ძლიერი შეტევის განხორციელება შეძლეს, ლელოს ხაზამდე მხოლოდ 1 მეტრი აცილებდათ, მაგრამ ქართველებმაც კარგად შეძლეს თავდაცვა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანაგარიშით 7:5 დასრულდა.

 

 

შეხვედრის მე-2 ნახევარში, 52- წუთზე ისევ ვაიკუმ განახორციელა საჯარიმო დარტყმა, ამჯერად ზუსტად და მასპინძლები 1 ქულით გავიდნენ წინ - 8:7.

 


69-ე წუთზე რუმინელები დაჯარიმდნენ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ძელის მარცხენა მხარეს ააცილა, 73-ე წუთზე ურთულესი პოზიციიდან კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო დარტყმა განახორციელა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, შესაბამისად ანგარიში უცვლელი დარჩა.

 

 

ბოლო წუთებზე, მეტოქის ნახევარზე სამჯერ გაიმართა შერკინება, მაგრამ ქართველებმა ჯარიმა ვერ მოიპოვეს. 81-ე წუთზე "ბორჯღალოსნები" თავად დაჯარიმდნენ, რუმინელებმა თამაში კიდეზე გადაიტანეს და მსაჯმა თამაშიც დაასრულა. ქართველები 1 ქულით, 8-7 დამარცხდნენ. 

 


თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი