ლევან ცაბაძე: ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სერიოზული მუშაობა მოგვიწია
20-03-2017, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის 2017 წელსაც, გასული სამი წლის მსგავსად, პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.

 


როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ განუცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის კი, განსაკუთრებული აქცენტი სწორედ გზების აღდგენაზე გაკეთდება.

 


ასპინძის გამგებლის თქმით, უკვე დაგეგმილი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზებისა და დაბა ასპინძის 11 ქუჩის აღდგენას ითვალისწინებს, ამ მიმართულებით საჭირო თანხების მოსაძიებლად კი ადგილობრივ ხელისუფლებას „სერიოზული მუშაობა, თანხების მოძიება“ მოუწია, შედეგად კი, როგორც ლევან ცაბაძე ამბობს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურებული იყო, სოფლების ნაწილში კი საერთოდ არ არსებობდა, „ძირითადი სამიმოსვლო გზების 98% გაკეთებულია“, ეს კი ცაბაძის თქმით, გარდა იმისა, რომ შექმნის ადგილობრივი წარმოების განვითარების სტიმულს, ტურისტული მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო რეგიონს ტურისტების რაოდენობის ზრდასაც მოუტანს.

 


„წელს დაგეგმილია ორგორა-საყუდაბელი-ძველი-ჭობარეთის დამაკავშირებელი გზის მესამე ეტაპის განხორციელება და ამით დასრულდება პროექტი. დარჩენილია მხოლოდ 2, 800 მ. ოთისა და თოკი-ვარგავის მიმართულებით ასევე დაგეგმილია გზის აღდგენის მეორე ეტაპების განხორციელება. დაბაში 11 ქუჩის რეკონსტრუქციას ვაპირებთ.

 


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრიორიტეტად ჩვენ დავისახეთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, აღნიშნულ არჩევნებამდეც მე ერთი წელი გამგებელი ვიყავი და მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობიდან და მათი საჭიროებებიდან გაკეთდა დასკვნა, რომ მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამიტომ დავიწყეთ ამ კუთხით აქტიური მუშაობა და ასევე ვაგრძელებთ. საგზაო ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მოგვიწია სერიოზული მუშაობა, თანხების მოძიება, შედეგად, ძირითადი სამიმოსვლო გზების 98% გაკეთებულია, საკითხი გადაწყვეტილია, მომავალ წელს კი, ამ კუთხით პრობლემები ასპინძის მუნიციპალიტეტს აღარ ექნება.

 


გარდა ამისა, წელს, მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს ასევე - კულტურის სახლის მესამე ეტაპი, რაც სააქტო დარბაზის კაპიტალურ რემონტს მოიცავს და მე ვფიქრობ, რომ ამის დასრულების შემდეგ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის სახლი გვექნება. ფასადი და დამხმარე შენობა-ნაგებობები გარემონტებულია, სახურავი შეცვლილი აქვს. წელს იგეგმება ომში დაღუპულთა მემორიალის გაკეთება ასპინძაში“, აცხადებს ლევან ცაბაძე, რომლის ცნობითაც, ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი - დაბა ასპინძაში გარე განათებების მოწყობა და ორი საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა უკვე მიმდინარეობს.

 


„საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული უკვე დაგეგმილი პროექტების დაფინანსება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთობლივად მოხდება. 2 100 000 ლარია რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსები ერთად - საიდანაც 300 000 ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო.

 


რაც შეეხება გარე განათებებს, კულტურის სახლის აღდგენით სამუშაოებსა და საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობას, ეს პროექტები ადგილობივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც ჯამში 2 700 000 ლარითაა განსაზღვრული“, განაცხადა ლევან ცაბაძემ.

 

 

კომენტარები: 2
#2  k
      
რაგბიშიც მაგარი,გამგებლადაც მაგარი, უღალატო ადამიანი. გაიხარეთ ბატონო ლევან.
20 მარტი 2017 04:53
#1  mmarina
      
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს უყვარს ასპინძა და ბევრს აკეთებს მისი განვითრბისთვის
20 მარტი 2017 04:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი