საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
20-03-2017, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

 

 

მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები „ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელებენ.

 

 

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

 

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს აშშ-ის სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-ის ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგებლებთან გამართავს.

 

 

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებსაც შეხვდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი