საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო
20-03-2017, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.

 


სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს. მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

 

 

პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა.

 


2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

 

 

საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება.

 


დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

 


რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

 


მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი