გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
20-03-2017, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტად იმყოფება. გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს შეხვდა. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.

 


შსს-ს ცნობით,  მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე წლის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა; ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება; უწყების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით სამინისტროში ადამიანური რესურსების რეფორმის გატარება; კანონის უზენაესობისა და პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვა; საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ინიციატივის შემდგომი განვითარება; სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეფორმირება და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

 


შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან შავ ზღვაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით. ამასთან, შსს-ს თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ ნატო-ს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში, ფორუმებსა და სამუშაო ჯგუფებში. გიორგი მღებრიშვილმა და როუზ გოტემიულერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი