სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის ახალი კონცეფციით, 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, ნებაყოფლობით ყოველწლიურად გაივლიან 45-დღიან მომზადებას
20-03-2017, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

 


დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ.
დისკუსიის მთავარ საკითხებს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ფორმირება, რეზერვის ორგანიზება და მართვა, ტოტალური თავდაცვის პირობებში სამხედრო ძალების რეზერვის ეფექტიანი გამოყენების პრინციპები და მეთოდები წარმოადგენდა.

 


სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარადგინა. კონცეფციის მიხედვით, მოხდება არსებული რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია, რათა შეიქმნას რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი ახალი სისტემა, რომლის მიზანიცაა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება და ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კონცეფციის მიხედვით უნდა შეიქმნას აქტიური სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცერფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე. 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად გაივლიან 45 დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს. რეზერვისტი ასევე აფორმებს 5 წლიან კონტრაქტს, რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში.

 


პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ხოლო ახალი კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი