გიორგი აბაშიშვილი: ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად
20-03-2017, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადების ფაქტს ეხმაურება.

 

 

გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობასთან დიალოგის ინიციატივით გამოდის.

 

 

„გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ მიიღო ქართულმა ოცნებამ", გასაგებია, რომ 76 ხმას ადრე კოალიციურად აგროვებდა და ახლა მარტო შეუძლია ამის მოგროვება, გასაგებია და ადრე თქმულა, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ვთქვათ ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად. ჩვენ ხომ არასდროს არ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ მართლები განსხვავებით უმრავლესობის პოლიტიკისგან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ -მოდი, ვისაუბროთ, იქნებ, ჩვენ ვცდებით - გვითხარით. იქნებ, რაღაცაში ჩვენ ვართ მართლები, რაღაცაში - თქვენ და შევაჯეროთ და მივიღოთ უკეთესი კანონი და არა ისე, რომ ცალმხრივად მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. “ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. მან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა, ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა.    

 

 

„პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე არის კანოპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარკები, რომელიც ეს კანონპროექტის საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს,“ - განახადა მარგველაშვილმა.    

 

 

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი