ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე: ნორდიკულ-ბალტიურ რვიანს საქართველოსთან შესანიშნავი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს
21-03-2017, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძისა და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცე სპიკერების შეხვედრა გაიმართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცესპიკერებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 


ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ერთობლივი ვიზიტი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

 

 

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი არის რეგიონალური თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც ჩვენს საერთო დღის წესრიგზეა დაფუძნებული, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ჩვენს პარტიორებთან და რა თქმა უნდა, საქართველოსთან. ნორდიკულ-ბალტიურ რვიანს საქართველოსთან შესანიშნავი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს.

 

 

ჩვენი ერთობლივი ვიზიტი არის დემონსტრირება ჩვენი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო ზეწოლის გარეშე. საქართველო არის ნატოს და ევროკავშირის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ვაგრძელებთ მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მყარ მხარდაჭერას“, - განაცხადა ინარა მურნიეცემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი