საკანონმდებლო ორგანოში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრები გრძელდება
21-03-2017, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა იყო საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებისა და სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრის მთავარი თემა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„შეხვედრაზე ცხადად დავაფიქსირეთ რა არის ჩვენი საერთო მიზანი. ჩვენ მივდივართ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნისკენ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის შორეული მიზანი და მანამდე ბევრი რეფორმა და პროცესია გასატარებელი. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ამ რვავე ქვეყნის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

 

მხარეებმა, ბრიუსელში, ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი, ძალიან ამბიციური, ძლიერი პოზიცია, რომლის გამყარებაში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები ძალიან დაეხმარებიან საქართველოს. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები დაინტერესდნენ თუ რაში შეუძლიათ დაგვეხმარონ. საერთო სტრატეგიასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ კონკრეტული წინადადებები შევთავაზეთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო.

 

 

„სხვადასხვა ფორმატში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა. სტუმრებს, გავაცანით როგორც უკვე განხორციელებული ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, განათლებისა და ეკონომიკური მიმართულებებით. სტუმრებმა ცალსახად დააფიქსირეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკის, ევროატლანტიკური კურსის და ცხადია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

 

 

სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცესპიკერებთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებიდან თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი წერეთელი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე მონაწილეობდნენ.

 

 

დღეს დილიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცესპიკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა.

 

 

მორიგ შეხვედრას კი მათთან საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები გამართავენ.

 

 

სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები დღესვე, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი