გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით
21-03-2017, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე სპიკერებთან შეხვედრისას გააკეთა.

 


მთავრობის მეთაურმა NB8-ის დელეგაციას საქართველოში სტუმრობისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა მათი განხორციელება თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მყარი პოზიციისთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საოკუპაციო ხაზზე ვიზიტისთვის. არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც დიდად აფასებს თქვენს მეგობრულ პოზიციასა და არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში აღმოჩენილ მხარდაჭერას“, მიმართა პრემიერმა დელეგაციის წევრებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა უკანასკნელი წლების მიღწევებზე და ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანასკნელი წლების მიღწევები, მათ შორის, პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს მხარს უჭერენ. ჩვენ ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც საქართველოს უდიდესი პრიორიტეტია. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრის კუთხითაც. გამოვხატავთ მადლიერებას თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ, ამ უკანასკნელთა მიზნების მიღწევის პროცესში. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ახლა, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად“, აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 


შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა NB8-ის დელეგაციას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს.

 


სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. დელეგაციამ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

 


2017 წელს სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის თავმჯდომარე ნორვეგიაა, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს საკითხებსა და ტერორიზმზე იქნება ორიენტირებული.

 


დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან დანიის პარლამენტის თავმჯდომარე პია ქეასგო; ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინღიმერ სეიფუსონი. ხოლო, შვედეთის სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი