ილია მეორე: მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე
29-03-2015, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს აღსარება და გამოსწორება, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა და აღნიშნა, რომ მრავალი შემთხვევა არსებობს, რომ ადამიანი, რომელიც მრუშობდა, წმინდანად ქცეულა.

 

 

"ერთ-ერთი მცნება ამბობს - "არა იმრუშო". მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს აღსარება და გამოსწორება. ღვთის მადლით, მრავალი შემთხვევა ყოფილა, რომ მრუშობაში ჩავარდნილი ადამიანი გამოსწორებულა და წმინდანად ქცეულა. ასეთი მრავალი შემთხვევაა ჩვენს ისტორიაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

 

 

უწმინდესის თქმით, ადამიანის სისუსტე არის ის, რომ ადვილად ვარდება ცოდვაში.

 


"ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში, ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

მისივე თქმით, ცოდვა ჯაჭვივით არის - ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. "ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი. მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე", - ბრძანა ილია მეორემ.

 


მანვე სრულიად საქართველოს მარიამ მეგვიპტელის დღესასწაული მიულოცა. "დღეს ვდღესასწაულობთ მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს. შევთხოვოთ ღირს დედას, მარიამ მეგვიპტელს, რომ ძალა მოგვცეს, რათა ღირსეულად დავამთავროთ ეს დიდი მარხვა და ასევე ღირსეულად განვაგრძოთ მომავალში ცხოვრება. პირველ საუკუნეებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვა რომ მოდიოდა, ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთად გალობდნენ აღდგომის საგალობლებს და შემდეგ მიდიოდნენ უდაბნოში. ერთ-ერთ ბერს, ზოსიმეს შემოხვდა ადამიანის ლანდი, მან ვერ გაარჩია ქალი იყო თუ კაცი. ლანდი გაურბოდა და ეპარებოდა. ლანდმა უთხრა: ზოსიმე, მე ქალი ვარ და არ შემიძლია შენს წინაშე წარვდგე. მომეცი შენი შესამოსელი. ამის მერე მარიამ მეგვიპტელმა უამბო თავისი ცოდვები, რის შემდეგაც ზოსიმემ შეუნდო, აზიარა და დაასაფლავა უდაბნოში. მარიამ მეგვიპტელი იმდენად ამაღლებული იყო, რომ მას შეეძლო მდინარეზე ფეხით გავლა", - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი