ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა
22-03-2017, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩთან, იან კელისთან ერთად გახსნა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი - ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზუგდიდის მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ.

 


"C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასმა ადამიანმა იმკურნალა. მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია, რაც ძალიან დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია "გილეადმა" გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა პრემიერმა.

 


C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით მეორე - უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი