დუშეთისა და ჭიათურის გამგებლებმა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის COMUS-ის დონორთა საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
22-03-2017, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში’’ (COMUS) დონორთა საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

 

 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოცემული ეტაპის შედეგები: საპილოტე ქალაქების მიერ ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შერჩეული პრიორიტეტული ქმედებები და სამომავლო ხედვები.

 

 

პროექტში საქართველოდან ორი საპილოტე ქალაქი - დუშეთი და ჭიათურა სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო ზომის სხვა ისტორიულ ქალაქებთან ერთად მონაწილეობს.

 

 

ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით შერჩეული ქალაქები ადგილობრივი თემის ჩართულობით კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ინოვაციურ სტრატეგიებს ამუშავებენ.


შეხვედრას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პროგრამაში ჩართული საპილოტე ქალაქების, დუშეთისა და ჭიათურის გამგებლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი