სალომე ზურაბიშვილი: "სანამდე უნდა ისმოდეს საქართველოში ეს საზარელი ბოლო გამოძახილი “ბიჭო რას შვრებით?"
29-03-2015, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს საქართველოში მომხდარ მკვლელობებს სოციალური ქსელით ეხმიანება. როგორც ყოფილი დიპლომატი ხელისუფლების მისამართით წერს, ახლა "გონზე მოსვლის და მოქმედების დრო მოვიდა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ სავარძლებში კი არ ზიხართ მხოლოდ, არამედ კიდევაც ქვეყნის მართვის სადავეები გიჭირავთ... რათა დაგვარწმუნოთ იმაში, რომ თქვენსადმი ნდობის გამოცხადება შეცდომა, ან დანაშაული, არ იყო!" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

"გონზე მოსვლის ჟამი!

 

 

სანამდე უნდა ისმოდეს საქართველოში ეს საზარელი ბოლო გამოძახილი “ბიჭო რას შვრებით?” ... იგივე ილიასი თუ მის მერე უთვალავი მოქალაქეების, რომლებიც ამ ქვეყნის ვერ და ვერ დალაგებას ემსხვერპლენ ...?

 

 

ბოლო პერიოდში ეს კიდევ გახშირდა საზოგადოების თვალწინ!

 


ამ მკვლელობებს შემთხვევითობას ვერ მივაწერთ...

 

 

ცხადია მეც არ ვიცი ვის ეჭირა იარაღი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? სამაგიეროდ ხომ კარგად ვიცით, რომ ბერბიჭაშვილი მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთებს ემსახურებოდა- ანუ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდნენ... და ზუსტად ეს გრძელდება!

 


დღესეც შავი ძალები არიან ამოქმედებულნი რათა საქართველოში არეულობა და ქაოსი დაამკვიდრონ და სახელმწიფო დაშლის გზას დაადგეს.

 

 

როგორც სამართლის მაძიებელი მამა შვილის საფლავზე დაჰკლეს, ისევე აქაც სასამართლოში უკვე ერთგზით გამარჯვებული ბოლომდე სამართალამდე არ მიუშვეს... და ამაშია ჩემის აზრით ამ შავი ძალების მიზანი რომ დააშინონ მოსახლეობა : არ გაბედოს ადამიანმა და არ მიმართოს სასამართლოს მისი უფლებების აღდგენისათვის, არ გაბედოს და არ ეცადოს ქონების დაბრუნება, არ გაბედოს და არ დაიჯეროს რომ გამოძიება დამნაშავეს აღმოაჩენს და სასამართლო კი დასჯის. და ბოლოს არ გაბედოს და არ გაუჩნდეს იმედი დაწყნარებული, დალაგებული, დამოუკიდებელ მომავლისა რაც ისევ და ისევ თავისუფალ და ძლიერ სასამართლოზეა დამოკიდებული და მის მიერ ძალაში მოყვანილი კანონისა.

 


როგორც სხვა კუთხით მიდის გაუთავებელი ბრძოლა რათა მუდმივად “ფორიაქში” იმყოფებოდეს საზოგადოება, სკანდალიდან სკანდალამდე იცხოვროს და სიმშვიდეს ნაპერწკალი არ გაუჩნდეს (რამეთუ სიმშვიდე თავისუფალ აზროვნების და მომავალზე ფიქრის წინანდარია ანუ თავისუფალი საზოგადოების აღდგენისა ) ისევ აქ ყველაფერი იმისკენ არის მიმართული რომ საზოგადოებაში უნდობლობა და უიმედობა დამკვიდრდეს საბოლოოდ!

 


ეს შავი ძალები ვინ არიან ? მე ვერც ერთ და ვერც მეორე ზონდერს ვერ დავადებ თითს, მაგრამ მათი დამკვეთების სახე უფრო ნათელია: ეს ის ძალებია რომლებიც პოლიტიკურად დამარცხებულნი, საზოგადოების მხარდაჭერის იმედდაკარგულნი, ყველაფერზე მზად არიან როგორც წარსულშიც უკვე გვაჩვენეს... ასეთი შავი ძალები სხვაგანაც არიან რამეთუ მათი მოდელი მოქმედების არის პოსტ საბჭოთა რუსეთის ორგანიზებული ქაოსი და ძალადობა, სადაც საზოგადოებას არსებობის უფლება არ გააჩნია.

 

 

ეს საკმაოდ ნათელია და არც ისეთ არაფერს ვიძახი რასაც ყველა არ ვგრძნობდეთ და არ გვესმოდეს!

 


მაგრამ ამ დროს ხელისუფლება რას შვება?

 

 

ეს რომ მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ნუთუ არ ესმის?

 

 

თვითონ რომ არის მიზანში მოხვედრილი, ნუთუ არ ხვდება?



რომ დრო აღარ ითმენს, რომ ან სასამართლოსი და წესრიგის გაძლიერებას შეძლებს ან თვითონაც ქვეყანას ქაოსში ჩაყვება, ნუთუ ვერ ხედავს?

 

 

გონზე მოსვლის და მოქმედების დრო მოვიდა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება რომ სავარძლებში კი არ ზიხართ მხოლოდ, არამედ კიდევაც ქვეყნის მართვის სადავეები გიჭირავთ... რათა დაგვარწმუნოთ იმაში, რომ თქვენსადმი ნდობის გამოცხადება შეცდომა, ან დანაშაული, არ იყო!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი