გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: არგუმენტი იმისა, რომ ახალი სააგენტოს პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ მინისტრზე, ვერ დავინახეთ
22-03-2017, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების ფაქტს გამოეხმაურა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა, ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად მთავრობის მეთაურს.

 

 

„ძალიან ყურადღებით იქნა განხილული რა თქმა უნდა ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება ამითი თვისობრივი ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.  

 

 

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. 

 

 

გუშინ კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი