სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმას მხარდაჭერას უცხადებენ
22-03-2017, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ის ძირითადი საკითხები იყო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. შეხვედრას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს (SDR) და იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც დოკუმენტშია ასახული.

 

 

„სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-2020“ ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვარს და მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას ისახავს.

 


„სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში გააჩნიათ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


სამხედრო ატაშეებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

 


სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი